გაფრთხილება - დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შტორმული ამინდი /აუდიო/

14 ოქტომბერი 2017, 00:00 15400 ნახვა

სინოპტიკოსები მოსახლეობას  სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, მომდევნო ორი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით კი 16 ოქტომბერს, დღის საათებში მოსალოდნელია შტორმული ამინდი. 

როგორც  გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პოგნოზებს სამმართველოს უფროსი​ სვეტლანა ნიორაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებს, დღეს, ღამის საათებში სკანდინავიის ციკლონთან არსებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები დაიწყებს გავრცელებას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ამინდი მკვეთრად გაუარესდება, განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთ ნაწილსა და სანაპირო ზოლში. ხვალ, დღის საათებში, წვიმის ინტენსივობა მოიმატებს და გაძლიერდება დასავლეთის ქარი.

ციკლონი განსაკუთრებით 16 ოქტომბერს გაუარესდება, დილისა და შუადღის საათებში - მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ზოგან ძალიან ძლიერი, გაძლიერდება დასავლეთის ქარი 20-25 მეტრ წამამდე.

ზღვაზე მოსალოდნელია 5 ბალი შტორმი, ცალკეულ მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები აღინიშნოს. გააქტიურდება მეწყრული და ღვარცოფული მოვლენები.

 

აუდიო: ინტერვიუ სვეტლანა ნიორაძესთან

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში