ხულოს მეხანძრე-მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი 30 ადამიანი გამოიყვანეს

15 ოქტომბერი 2017, 00:00 15855 ნახვა

ბეშუმის გზაზე ავტომანქანების გადაადგილება დიდთოვლობის გამო გართულდა. თოვლში ჩარჩენილების დასახმარებლად მაშველების დახმარება გახდა საჭირო. უღელტეხილზე დასახმარებლად 13 ავტომანქანის მძღოლი ითხოვდა. ავტომანქანებში 30 მდე მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვები და მოხუცები. 

სამაშველო სამუშაოებში ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ და მგზავრები ხულოს ცენტრამდე ჩამოიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით "გზის აღნიშნული მონაკვეთიდან ყველა მგზავრი უვნებლად არის გაყვანილი. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები".

ამავე კატეგორიაში