საფრთხის შემცველი სათამაშოები

16 ოქტომბერი 2017, 00:00 3892 ნახვა

საფრთხის შემცველი სათამაშოები. სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დროულად მომზადდეს რეგულაცია, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნება თოჯინების რეალიზაციის კონტროლი.

კვლევის თანახმად, სათამაშოების დიდი ნაწილი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებას შეიცავს. მსგავსი კვლევის დროს, ბოლოს თოჯინები მარტშიც შემოწმდა, შედეგი მაშინაც საგანგაშო იყო. ქვეყანას ევროკავშირის დირექტივა კიდევ ერთ წელს აძლევს იმისთვის, რომ შექმნას ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმები. რა ნივთიერება აღმოჩნდა თოჯინებში და რა საფრთხეზეა საუბარი, დეტალებს თიკო სუსარეიშვილი მოგვიყვება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში