ძლიერი ქარი ბათუმში ხვალ შუადღიდან ჩადგება

16 ოქტომბერი 2017, 00:00 6867 ნახვა

ამ დროისთვის ქალაქის ტერიტორიაზე ძლიერი ქარია, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით მისი სიჩქარე წამში 20 მეტრია, რაც შტორმულ მაჩვენებლად ითვლება.

დასახლებულ პუნქტებსა და პარკებში გადაადგილება საფრთხილოა, ძლიერმა ქარმა შესაძლოა წააქციოს ხეები, აივნებიდან კი საყოფაცხოვრებო ნივთები გადმოყაროს.

სინოპტიკოსების პროგნოზით ძლიერი ქარი მთელი ღამის განმავლობაშია მოსალოდნელი, ხვალ შუადღიდან კი ჩადგება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში