მალტელი გამომძიებელი ჟურნალისტი და ბლოგერი ავტომობილში ააფეთქეს

17 ოქტომბერი 2017, 00:00 1676 ნახვა

53 წლის მალტელი გამომძიებელი ჟურნალისტი და ბლოგერი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ექსპერტების თქმით, მანქანაში დისტანციურად მართვადი ბომბი ამოქმედდა. გალიცია მალტის პრემიერ-მინისტრის და მისი ორი თანაშემწის „პანამის დოკუმენტებთან“ კავშირებს, კერძოდ - მალტური პასპორტების გაყიდვას და აზერბაიჯანის მთავრობისგან ფულის მიღებას იძიებდა. დაფნე კარუანა გალიცია ამტკიცებდა რომ ჯოზეფ მუსკატი კორუფციულ სქემებშია ჩართული, პანამური ოფშორული კომპანია ეგრანტი კი მის მეუღლეს ეკუთვნის.

მთავრობის მეთაური ყველა ბრალდებას უარყოფდა. ჟუნრალისტმა პოლიციას უცნობი პირებისგან მუქარის შემცვლელი შეტყობინებების მიღების გამო რამდენჯერმე მიმართა. მალტის პრემიერმა ჟურნალისტის მკვლელობა ,,ბარბაროსულ აქტად" შეაფასა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმაა.

ოპოზიციამ კი მომხდარს ,,პოლიტიკური მკვლელობა" უწოდა. ,,ვიკილიქსის" დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის განცხადებით, ჟურნალისტის მკვლელობის დამკვეთებსა და შემსრულებლებზე ნებისმიერი ინფორმაციის სანაცვლოდ, 20 ათას ევროს გადაიხდის.

ამავე კატეგორიაში