ქარიშხალმა ''ოფელიამ'' დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

17 ოქტომბერი 2017, 00:00 2097 ნახვა

ქარიშხალმა ,,ოფელიამ" დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ასობით ათასი საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ამასთან, ქვეყნის მოსახლეობა უჩვეულო მოვლენის - წითელი მთვარისა და მეწამული მზის გამოჩენის მომსწრენი გახდნენ.

ანომალური ატმოსფერული ეფექტი საჰარის მტვერმა გამოიწვია. ტროპიკული ქარიშხალი ,,ოფელია" ბრიტანულ კუნძულებს დაატყდა. ქარის სიჩქარე ირლანდიის სანაპიროებზე საათში 176 კილომეტრს აღწევს.

ჩრდილოეთ ირლანდიაში უამინდობის გამო სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიდო. ედინბურგის, მანჩესტერის, ბელფასტისა და დუბლინის აეროპორტებში ავიარეისები გადაიდო. ინგლისის სხვადასხვა რაიონში მეტეოსამსახურებმა საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს. 

ამავე კატეგორიაში