ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

17 ოქტომბერი 2017, 00:00 4123 ნახვა

ლიბიაში დაკავებული სამი ქართველი მეზღვაურის სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. ახლობლების ინფორმაციით, პროცესი დღეისთვის იყო ჩანიშნული, სასამართლომ დაკავებულები პატიმრობაში დატოვა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავებულთათვის უცნობია, მიიღო თუ არა მოსამართლემ რაიმე გადაწყვეტილება. ახლობლები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველ მეზღვაურებს არ ჰყავთ თარჯიმანი და ადვოკატი.

ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი 30 აგვისტოს დააკავეს. დაკავებული მეზღვაურებიდან სამი ქართველია, მათ შორის ერთი გემის კაპიტანია. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ლიბიის ციხეში საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდული ტვირთის გადაზიდვის ბრალდებით იმყოფებიან.

ამავე კატეგორიაში