შტორმის შედეგად სანაპირო დაზიანდა

17 ოქტომბერი 2017, 00:00 4338 ნახვა

ახალი ბულვარის ტერიტორიაზე პრომინადები გაწმენდილია. ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის 500-მდე მეეზოვე და სპეც - ტექნიკა ზღვისპირა პარკის აღნიშნულ ტერიტორიას, დილის 6 საათიდან დღის მეორე ნახევრამდე  ასუფთავებდნენ.

მას შემდეგ რაც გამოიდარებს, უწყების თანამშრომლები სანაპიროს დაასუფთავებენ. ბულვარის ადმინისტრაციაში  აცხადებენ, რომ  სტიქიას  პრობლემები ამჯერად არ შეუქმნია. ძლიერ ქარს არც ინფრასტრუქტურა და არც ნარგავები არ დაუზიანებია.

ამავე კატეგორიაში