აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძე ქობულეთში გადმოასვენეს

18 ოქტომბერი 2017, 00:00 3625 ნახვა

აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძის ცხედარი წუხელ ღამით თბილისის სამების საკათედრო ტაძრიდან ოჯახში გადაასვენეს. დღეს სამოქალაქო პანაშვიდი ჯარისკაცის მშობლიურ სახლში იმართება. ხვალ ცხედარს ქობულეთში ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში დაასვენებენ და საგვარეულო საფლავზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

თეიმურაზ ჯორბენაძე 31 წლის ასაკში სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს.  იგი 24 წელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად  მიიჩნეოდა. მას მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი. იგი 1992 წლიდან გაერთიანებული იყო ავღანელთა კავშირში და იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. გმირის სახელს ატარებს ქობულეთში #3 საჯარო სკოლა.  

ამავე კატეგორიაში