პირველადი დასკვნა ჰესის გვირაბის ჩამონგრევაზე

18 ოქტომბერი 2017, 00:00 4131 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთში განვითარებული მეწყრული პროცესების ფონზე დავინტერესდით რა მდგომარებაშია “შუახევიჰესის”  ის ობიექტები, რომლებიც ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებშია განლაგებული.  კომპანიის ინჟინერ - მშენებელის განმარტებით, ჰესის ობიექტებს სამი დღის განმავლობაში ინტენსიურად ამოწმებენ და სტიქიურ მოვლენებს ჰიდროელექტროსადგურის საინჟინრო ნაგებობებისთვის ზიანი არ მიუყენებია. რაც შეეხება გვირაბის ჩამოშლის ფაქტს – იმის მიუხედავად, რომ გვირაბის ჩამოშლის შემდეგ ორი თვე გავიდა, ექსპერტიზას ამ დრომდე ზუსტი მიზეზი არ დაუდგენია. კ

ომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ამ დროისთვის არსებობს  მხოლოდ პირველადი დასკვნა, რომელშიც წერია, რომ გვირაბის 700 მეტრიან მონაკვეთზე  ჩამოშლილია  ბათქაშისა და კლოდვანი მასის ნაწილი.   ნგრევის მიზეზები კი 3-4 კვირაში იქნება ცნობილი - ნორვეგიელმა  გეოტექნიკოსებმა, რომლებიც “შუახევიჰესის” წარმომადგენლების თქმით,   დამოუკიდებელი ექსპერტები არიან - ანალიზისა და ზუსტი  მიზეზების დასადგენად სწორედ ეს დრო მოითხოვეს.

ამავე კატეგორიაში