სოლიდარობის ფონდმა ქეთი მჟავანაძის ოპერაცია დააფინანსა

21 ივნისი 2016, 00:00 3536 ნახვა

17 წლის ქეთი მჟავანაძე გერმანიაში ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად გაემგზავრა. ოპერაციისთვის საჭირო 75 ათასი ევროდან 55 ათასი სოლიდრაობის ფონდმა დაამტკიცა, 10-10 ათასი ევრო ჯანდაცვის სამინისტრომ და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა გადარიცხეს. სოლიდარობის ფონდის ინფორმაციით, 2014 წლიდან სიმსივნით დაავადებული 265 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა მკურნალობის დაფინანსება დამტკიცდა.

ამავე კატეგორიაში