ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი

23 ოქტომბერი 2017, 00:00 2641 ნახვა

პირველი სარკინიგზო მომსახურება, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსს ერთმანეთს დაუკავშირებს, მომდევნო კვირას ამოქმედდება. პროექტის ფარგლებში, მატარებელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები დაათვალიერებენ. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, სერვისი 30 ოქტომბერს აზერბაიჯანის დედაქალაქიდან აიღებს სტარტს და თურქეთის აღმოსავლეთ პროვინცია ყარსში დასრულდება.

აჰმედ არსლანის თქმით, რკინის აბრეშუმის გზა განახლდება და ისტორია თავიდან დაიწერება. მისივე განცხადებით, სარკინიგზო მომსახურებამ საცდელი გამოცდა წარმატებით ჩააბარა. არსლანმა რკინის აბრეშუმის გზას სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის ღირებული პროექტი უწოდა. რკინიგზა მილიარდობით მგზავრს მოემსახურება. 826 კილომეტრის სიგრძის რკინიგზა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმების საფუძველზე აშენდა.

ამავე კატეგორიაში