ჩაქვში მსუბუქი ავტომანქანა მდინარეში გადავარდა

23 ოქტომბერი 2017, 00:00 11112 ნახვა

ფოტო: გოჩა კახიძე

რამდენიმე წუთის წინ, ჩაქვში ავტოავარია მოხდა. მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. დარტყმის შედეგად, ერთი ავტომანქანა მდინარე აჭყვაში გადავარდა. პირველადი ინფორმაციით,  მძღოლი და მგზავრები გადარჩნენ, მხოლოდ ერთი მგზავრი გადაიყვანეს ქობულეთის საავადმყოფოში, იგი მსუბუქად დაშავდა .  

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები. მაშველებმა მანქანა წყლიდან უკვე ამოიყვანეს და გზა გახსნილია. 

თვითმხილველების ინფორმაციით ავტომანქანები მაღალი სიჩქარით მოძრაობდნენ.

შსს პრესამსახურის ინფორმაციით ავარიის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული, საქმე 276 მუხლით აღიძრა. 

 

 

ამავე კატეგორიაში