ქალაქის ახალ მერს თანამშრომლები გადამზადებულები დახვდებიან

24 ოქტომბერი 2017, 00:00 3471 ნახვა

ქალაქის ახალ მერს თანამშრომლები გადამზადებულები დახვდებიან.  თვითმმართველობა 58 ათას 800 ლარს 147 მოხელის დატრენინგებაში დახარჯავს.

ტენდერი მერიამ 24 ოქტომბერს გამოაცხადა. გამარჯვებული ორგანიზაციის ტრენერებმა, თვითმმართველობის თანამშრომლების პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების დახვეწაზე უნდა იმუშაონ.

ასევე საკითხებს შორისაა: მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირება, ქონების მართვა და განკარგვა, ადამიანური რესურსების მართვა, მოქალაქეთა ეფექტური მომსახურების ტექნოლოგიები,  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროების განვითარების და ა.შ.

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებს ბათუმის მერია რამდენიმე პუნქტიან მოთხოვნას უყენებს.

პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ჩატარების გამოცდილება.  ჩამოთვლილი მოდულებიდან არანაკლებ შვიდი ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის თემაში სწავლების პრაქტიკა. ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

ტრენინგები ეტაპობრივად   2017 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ:  ‘’სატრენინგო პროცესი უნდა მოიცავდეს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას, ასევე შესაბამის ვიდეომასალას. თითოეულ მოდულის შესწავლას  არანაკლებ 3 დღე უნდა დაეთმოს’’.

ამავე კატეგორიაში