მანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

24 ოქტომბერი 2017, 00:00 3143 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წევრები მახარე სისაური და რამაზ ღვალაძეს მანქანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით დუშეთის პოლიციაში გუშინ გამოკითხეს.

თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით,  არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც თავს დაესხნენ, სწორედ იმ უბანზე ესწრებოდა ხმის დათვლის პროცესს, სადაც, მეჭიაურის თქმით, ბიულეტენები გაყალბდა. პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციის  წარმომადგენლებს თავს დაესხნენ და მანქანა დაუწვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ამავე კატეგორიაში