ღოღობერიძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

24 ოქტომბერი 2017, 00:00 2719 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ამჯერადაც არ დააკმაყოფილა მერაბ ღოღობერიძის წერილობითი შუამდგომლობა გირაოთი გათავისუფლების შესახებ. ბრალდებული უკვე მეორე დღეა სასამართლო პროცესებს არ ესწრება, თუმცა ეს სხდომის გადადების მიზეზი არ გამხდარა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში