სახალხო დამცველის სარჩელის განხილვა

24 ოქტომბერი 2017, 00:00 2156 ნახვა

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვა. ომბუდსმენის აპარატი სადავოდ ხდის იმ საკანონმდებლო რეგულაციებს, რომლებიც განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის დადგენის წესს.

საუბარია სამართალდარღვევათა კოდექსისა და პოლიციის შესახებ კანონის ორ მუხლზე, რომელიც სამართალდამცველებს უფლებას აძლევს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით მოქალაქე, ეჭვის საფუძველზე, შესამოწმებლად გადაიყვანოს ნარკოლოგიურ ცენტრში. ომბუდსმენის აპარატში ფიქრობენ, რომ ამით ადამიანის პირადი თავისუფლება იზღუდება.  საქმის არსებითი განხილვა ხვალაც გაგრძელდება. 

ამავე კატეგორიაში