ბათუმის ოლქში საჩივრების განხილვა დასრულდა

25 ოქტომბერი 2017, 00:00 3113 ნახვა

ბათუმის საოლქო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა.  #64 უბანზე დაფიქსირებულ სარჩელის განხილვას ხმაური მოყვა კომისიის სხდომაზე. საქმე შესწორების ოქმის არასწორ შედგენას ეხებოდა. საჩივრები "სამართლიან არჩევნებსა" და "ნაციონალურ მოძრობას" ჰქონდათ დაწერილი. მომჩივანეები #64 უბნის ბიულეტენების თავიდან გადათვლას ითხოვდნენ, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის #79 ოლქმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და "ნაციონალური მოძრაობის" 8 საერთო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საარჩევნო უბნის წევრებს დისციპლინური გადაცდენის გამო გაფრთხილება მისცა. ოლქში შესული 12 საჩივრიდან კი 4 სარჩელი  უსაფუძვლობის გამო არ განიხილეს. საჩივრების უმეტესობა შემაჯამებელი ოქმების არასწორ შევსებას და ბიულეტენების დისბალანსს ეხებოდა. ბათუმის მე-14 და 88-ე საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებს და მდივანს  გაფრთხილება მიეცათ. ამ უბნებზე ბიულეტენების საერთო რაოდენობა გაბათილებულ და გამოყენებულ ბიულეტენების ოდენობას არ დაემთხვა. უბნებს ხელახლა გაფრთხილების მოთხოვნით საჩივრები არ დაკმაყოფილდა.  

ამავე კატეგორიაში