მწვანე ტბის კვლევის შედეგები

25 ოქტომბერი 2017, 00:00 3572 ნახვა

მწვანე ტბა თავისი ბიომრავალფეროვნებით საქართველოში არსებულ ამ ტიპის ტბებთან შედარებით ყველაზე მდიდარია - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ექსპერტი არჩილ გუჩმანიძე.

უკვე ცნობილია ტბის კვლევების შედეგები. რომლის მიხედვითაც, ტბაში ჯერ - ჯერობით არ ბინადრობენ თევზები. ექსპერტები ტბას  ზამთარშიც დააკვირდებიან და ამის შემდეგ შესაძლოა მისი გათევზიანების რეკომენდაცია გაიცეს. სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით სპეციალისტებმა ტბის ფსკერი და წყალქვეშა შრეები შეისწავლეს.

ამავე კატეგორიაში