შსს: ‘’ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, თუმცა დაკავებული არ არის’’

26 ოქტომბერი 2017, 00:00 3632 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ქობულეთში მომხდარი ინციდენტის მონაწილე პირების ვინაობა ცნობილია, თუმცა ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ქობულეთში გუშინ ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. დაშავებულის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის განცხადებით პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  ის ფეხშია დაჭრილი.

შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. ტერიტორია ექსპერტ კრიმინალისტებმა შეისწავლეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში