დიდი ოდენობით თანხის გამოძალვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ სცნო

26 ოქტომბერი 2017, 00:00 3395 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოძალვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულთა საქმის არსებითი განხილვა დაასრულა და ოთხივე მათგანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 376-ე მუხლით დამნაშავედ სცნო. საქმე ეხება 2017 წლის 25 იანვარს მომხდარ ფაქტს. ბათუმში, ღამის კლუბ „ვოგში“ მოქალაქეებს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს. საქმეზე პროკურატურამ თურქეთის სამ და საქართველოს ერთ მოქალაქეს  ბრალი წაუყენა. 

ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. განცხადებაში წერია: ‘’სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  2017 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 03 საათზე, ბათუმში, რუსთაველისა და დუმბაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე დისკო-კლუბ „ვოგი“-ში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: ე. ბ., ე.ფ. და საქართველოს მოქალაქე მ.მ.,  თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს:  ა.ა.-ს და ი.ო.-ს, ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, სძალავდნენ 9800 ლარს. იმავე ღამეს, დაახლოებით 03:30 საათზე, აღნიშნული პირები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს მუქარით   დიდი ოდენობით ქონებას - 17100 ლარს სძალავდნენ. აღნიშნული მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობილი იყო ამავე დისკო კლუბის მფლობელის, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ.- სთვის, მან დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა  სამართალდამცავ ორგანოებს’’.

ამავე კატეგორიაში