პატიმრობა თანხის გამოძალვაში ბრალდებულებს

26 ოქტომბერი 2017, 00:00 3217 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოძალვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ოთხი პირი დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება, 2017 წლის 25 იანვარს ბათუმში, რუსთაველისა და დუმბაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე კლუბ „ვოგი“-ში მომხდარ ინციდენტს, გამოძიების ინფორმაციით, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები ძალადობის მუქარით თურქეთის მოქალაქეებს დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.

დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობილი იყო ამავე კლუბის მფლობელისთვის, რომელმაც ფაქტის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. სასამართლომ ორ პირს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ერთს კი  6 წლიანი პატიმრობა და 5000 ლარიანი ჯარიმა  დაეკისრა. ამავე განაჩენით, კიდევ ერთ პირს 2  წლით და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 

ამავე კატეგორიაში