საქართველოს მოქალაქეთა 66% ევროკავშირს ენდობა - 2017 წლის OPEN გამოკითხვის შედეგები

26 ოქტომბერი 2017, 00:00 2591 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობა იზრდება. ნდობის ინდექსი 66% შეადგენს. ეს მაჩვენებელი  გაეროს (56%) და ნატოს (54%) მიმართ ნდობის მაჩვენებლებს აღემატება.

საქართველოს მოქალაქეთა თითქმის ნახევარზე მეტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ კარგად არის ინფორმირებული. მოქალაქეთა თითქმის 1/3 თვლის, რომ არსებული მხარდაჭერა ქვეყნისთვის ეფექტურია.

საქართველოს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს მიიჩნევს მოქალაქეთა 83%. მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 8% გაიზარდა და  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს - 61%-ს საგრძნობლად აღემატება. 

ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული  საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. 2017 წლის მარტიდან მაისამდე საქართველოში პირისპირ  1000–ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

ამავე კატეგორიაში