საბაევის სახლში შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება

27 ოქტომბერი 2017, 00:00 3189 ნახვა

საბაევის სახლში შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. შენობა მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარეობს და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. პროექტის თანახმად შენობაში გამოიცვლება ელექტროსისტემა, იატაკი, კარ-ფანჯრები, შეიღებება კედლები.

ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უკვე გამოაცხადა. მისი ღირებულება 96 ათასი ლარია. შენობის ფასადს წინა წლებში რესტავრაცია უკვე ჩაუტარდა. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მეორე ეტაპი შიდა სამუშაოებს ითვალისწინებს.

ამ დროისთვის საბაევის სახლში სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფისია განთავსებული.

 

ამავე კატეგორიაში