ვინ ეთანხმება ქცევის კოდექსის დაჩქარებულად მიღებას?

21 ივნისი 2016, 00:00 3274 ნახვა

პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსის უმოკლეს დროში მიღებისკენ მოუწოდებს.  მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ დოკუმენტს წინასაარჩევნო პროცესში ჩართულმა ყველა ძალამ უნდა დაუჭიროს მხარი.  თავისუფალი დემოკრატები მიიჩნევენ,  რომ ინიციატივა დაგვიანებულია, თუმცა შექმნის წინაპირობას,  რომ არჩევნებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს.   გიორგი კვირიკაშვილი მიმართავს პოლიციასაც. ციტატა: “ყველაფერი უნდა გაკეთდეს არამარტო წესრიგის უზრუნველსაყოფად, არამედ დაძაბულობისა და ესკალაციის ნებისმიერი გამოვლინების პრევენციისთვის”. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში