ხანძარი ე.წ ოცნების ქალაქში

28 ოქტომბერი 2017, 00:00 2984 ნახვა

ე.წ “ოცნების ქალაქში” ხანძრის შედეგად დაზარალებულ ბოლქვაძეების 9 წევრიან ოჯახს ქირით გაყვანაზე ადგილობრივი ხელისუფლება ხულოს გამგეობასთან უშუამდგომლებს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ტერიტორია ბოლქვაძეებმა წლების წინ თვითნებურად დაიკავეს და თუკი ისინი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა შორის აღმოჩნდებიან,  25 ათას ლარიან პროგრამაში ჩართვაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, დაიწვა ხის ფიცრული, რომელშიც  ბოლქვაძეების 9 წევრიანი ოჯახი 6 წელი  ცხოვრობდა. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. დაზარალებულების ინფორმაციით, მათ  მთავრობისგან 25 ათას ლარიან პროგრამაში ჩართვის შეთავაზება ადრეც მიიღეს,  თუმცა არასაკმარისი თანხის გამო უარი თქვეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში