ავტოავარიისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

29 ოქტომბერი 2017, 00:00 4622 ნახვა

ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები, რომლებიც სხალთიდან ბათუმის მიმართულებით ბრუნდებოდნენ ავტობუსიდან გადმოვარდნენ, მიზეზი კარების შემთხვევით გაღება გახდა. სულ 6 მოსწავლე დაშავდა, ისინი თავდაპირველად ქედის რაიონულ ჰოსპიტალში მოათავსეს შემდეგ კი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს.

ერთი დაშავებული გუშინვე გაწერეს, ხოლო დანარჩენი 5 ამ დრომდე საავადმყოფოში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. შედარებით მძიმეა ერთი არასრულწლოვნის მდგომარეობა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში