გაფრთხილება - მოსალოდნელია მკვეთრი აცივება

29 ოქტომბერი 2017, 00:00 9687 ნახვა

ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოში, ევროპის ტერიტორიიდან, ციკოლონთან არსებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები დაიწყებს გავრცელებას. რის გამოც  - 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 31 ოქტომბრიდან მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. ზღვაზე შეიქმნება შტორმული სიტუაცია. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ -ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში