დაშავებული ბავშვების მდგომარეობა

29 ოქტომბერი 2017, 00:00 2925 ნახვა

გუშინ, ქედაში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული არასრულწლოვნები კი, ამ დრომდე ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში რჩებიან. ორი მათგანი ქირურგიული მკურნალობის, ერთი კი კლინიკური მკურნალობის ცენტრშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და საფრთხე არ ემუქრება. დღეს დილით კლინიკიდან გაწერეს კიდევ ორი დაშავებული, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

ექსკურსიაზე მყოფი ბათუმის მეექვსე   საჯარო სკოლის მოსწავლეები, სხალთის ხეობიდან  დაბრუნებისას,  ხულო - ბათუმის ცენტრალური ავტომაგისტრალის,  ქედის  მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდნენ. სოფელ გობრონეთთან  მიკროავტობუსის კარი  გაიღო  და  6  ბავშვი  გადმოვარდა.  ავტობუსში  მშობლები და კლასის დამრიგებელი იმყოფებოდნენ. მომხდარზე საქმე 276-ე მუხლითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს,   რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში