ჯილდო პრემიის ნაცვლად

30 ოქტომბერი 2017, 00:00 5132 ნახვა

საჯარო მოხელეები კანონმდებლობით პრემიის ნაცვლად ჯილდოს მიიღებენ. პარლამენტი მთავრობის ახალი ინიციატივას იხილავს. ინიციატივაზე პარლამენტარები დღეს იმსჯელებენ. კანონპროექტის მიხედვით ჯილდო იგივე რაოდენობით შეიძლება გაიცეს, როგორც ამ დრომდე პრემია გაიცემოდა. დანამატი კი წლიური ხელფასის მაქსიმუმ 10%-ით განისაზღვრება.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეების ხელფასები განსხვავებული წესით დაინიშნება, და იგი იმ ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით  დაინიშნება.

საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ მოხელეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და მძიმე სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში