ხვალიდან კიდევ უფრო აცივდება

30 ოქტომბერი 2017, 00:00 5519 ნახვა

სანაპირო ზოლიდან, ცივი და ნოტიო ჰაერის მასებმა  გავრცელება  უკვე დაიწყო, რის გამოც ამინდის პირობები მკვეთრად გაუარესდა, აღინიშნება ძლიერი ქარი და წვიმა.

ღამის საათებში ციკლონთან არსებული ცივი ჰაერის ნაკადის შემოსვლა უფრო ინტენსიური გახდება. რის ფონზეც ხვალ და ზეგ მოსალოდნელია - ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი, შიდა და მაღალმთიან ზონაში თოვლი, შესაძლებელია ქარბუქი.

ზღვაზე შეიქმნება შტორმული სიტუაცია.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში