საზოგადოება ''ბათომის'' წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დღეს შეხვდებიან

31 ოქტომბერი 2017, 00:00 3279 ნახვა

საზოგადოება "ბათომის" წევრები დღეს, 17 საათზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდებიან. განსახილველი თემა ე.წ. ზონალური საბჭოს დაკომპლექტების წესი იქნება. "ბათომის" წევრები მიიჩნევენ, რომ ე.წ. ზონალური საბჭო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარედ არსებულ შენობებზე დაშენების, მიშენების ან ახალი პროექტების განხორციელებაზე გასცემენ ნებართვებს, დიდწილად დაკომპლექტებულია მერიისა და სამინისტროებში მომუშავე ჩინოვნიკებით.

"ბათომი" თვლის, რომ სწორედ არაპროფესიონალების მიერ დაკომპლექტებულმა საბჭომ მძიმე შედეგები მოუტანა ურბანული თვალსაზრისით ქალაქს.მნიშნელოვანია შეიცვალოს ამ საბჭოს დაკომპლექტების წესი და საბჭოში დარგის სპეციალისტები მოხვდნენ.

ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა გუშინ ჩაინიშნა, თავმჯდომარე საზოგადოება "ბათომის" შეხვდრის თხოვნას სწრაფად გამოეხმაურა, "ბათომმა" შეხვედრის მოთხოვნით ოფიციალური წერილი რამდენიმე დღის წინ გაგზავნა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში