როგორ თბება საბავშვო ბაღები?

31 ოქტომბერი 2017, 00:00 4050 ნახვა

ცენტრალური გათბობის ნაცვლად ელექტროღუმელები საბავშო ბაღებში. დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, ქობულეთის სკოლამდელ დაწესებულებებში გათბობა არაა ჩართული.

დადგენილი ნორმის თანახმად მაქსიმალური ვადა 15 ნოემბერია, ამ თარიღიდან იწყება ცენტრალურ გათბობაზე პასუხისმგებელი პირების ანაზღაურების ათვლაც, თუმცა ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ შესაძლოა სისტემა ვადაზე ადრე ჩართონ.

ქობულეთში სულ 25 საბავშვო ბაღია, შენობებს შეშით, ბუნებრივი აირით და დიზელის გამოყენებით გაათბობენ, რისთვისაც ჯამში 104 465 ლარია გათვალისწინებული. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში