გონიოში დაკარგული სამხედროს ოჯახის წევრები თანხის გამოძალვაზე საუბრობენ

31 ოქტომბერი 2017, 00:00 3427 ნახვა

ერთი წლის წინ გონიოში დაკარგული ერთ-ერთი სამხედრო მყივნთავის ოჯახის წევრები თანხის გამოძალვის მცდელობაზე საუბრობენ. ნანეტაშვილები ჰყვებიან, რომ მათ თაღლითური ჯგუფის წევრები წერილებს წერდნენ და ფულს სთხოვდნენ.
 

ერთ-ერთს კი თავადაც შეხვდნენ. წერილი არ მისვლია მეორე დაკარგულის, იაგო შარაძის ოჯახს. გამოძალვაში ბრალდებულები დაკავებულები არიან, საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ფაქტთან დაკავშირებით დღეს განცხადება საქართველოს პროკურატურამაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნანეტაშვილის ოჯახის წევრებს, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 4-ჯერ გაუგზავნეს წერილი და 39 ათასი ამერიკული დოლარის ჩარიცხვა მოსთხოვეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, თაღლითობის მცდელობაში სამი პირია მხილებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს. კაპრალი და პირველი კლასის რიგითი, გასულ წელს გონიოში, შავ ზღვაში, წვრთნის დროს გაუჩინარდნენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში