სროლა იყო ამერიკის კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში

01 ნოემბერი 2017, 00:00 2555 ნახვა

სროლა იყო ამერიკის კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში.  სასწავლო დაწესებულება  რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის ალყაში იყო მოქცეული იმის გამო, რომ   ერთ-ერთ საკლასო ოთახში მამაკაცს მძევლად ჰყავდა აყვანილი   მასწავლებელი.  

ინციდენტი რივერსაიდის რაიონში მოხდა. სკოლიდან პოლიციამ  მოსწავლეების ევაკუაცია განახორციელა, შემდგომ კი  ბოროტმოქმედს ცეცხლი გაუხსნა. იგი  სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გარდაცვალება დაადასტურეს. საავადმყოფოში გადაყვანილია ასევე მასწავლებელი, რომელიც  სროლის დროს არ დაშავებულა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი ერთ-ერთი მოსწავლის მშობელია. 

ამავე კატეგორიაში