აქცია ბარაკების დაკანონების მოთხოვნით

22 ივნისი 2016, 00:00 4221 ნახვა

წინასაარჩევნოდ ვაჭრობის მცდელობაში ადანაშაულებს ბათუმის მერიას თავისუფალი დემოკრატი ჯაბა ბერიძე. ქალაქის საკრებულოს წევრი მიიჩნევს, რომ მერია თამარის დასახლებაში ე.წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას შეგნებულად აჭიანურებს. დასახლებაში დღეს რამდენიმე ოჯახი შეიკრიბა და ათობით წლის წინ დაკავებული ფართების დაკანონება კიდევ ერთხელ მოითხოვა. მოგვიანებით ადგილზე მივიდნენ საკრებულოს მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თანამშრომლებიც. მათი განცხადებით, 18 ოჯახზე კომისიამ დაკავებული ფართების დაკანონება უკვე გადაწყვიტა, თუმცა პროცესს აღნიშნულ ოჯახებთან წინა ხელისუფლების პერიოდში ქალაქის მერის მიერ გაცემული მემორანდუმები აფერხებს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში