6 მაისის პარკს შესაძლოა სახელი შეეცვალოს

01 ნოემბერი 2017, 00:00 5549 ნახვა

“6 მაისის პარკი”-ს სახელით ცნობილ, ყოფილ პიონერთა და მოსწავლეთა პარკს, სავარაუდოდ მალე “ცენტრალური პარკის” სახელი ექნება. ინიციატივა ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ეკუთვნის. ალეკო თევზაძეს საკრებულოში მხარდამჭერები ჰყავს.

აღმოჩნდა, რომ ასლან აბაშიძის მმართველობის დასრულების თარიღის აღსანიშნავად პარკისთვის შერქმეული სახელი ოფიციალურად რეგისტრირებული არ ყოფილა. ანუ მხარდამჭერები ამბობენ, რომ სახელს კი არ გადაარქმევენ, არამედ დაარქმევენ. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში