ძებნილი მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს

02 ნოემბერი 2017, 00:00 2295 ნახვა

საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის  ქარდავა გუშინ დააკავეს - განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ქარდავა 2013 წლის 13 თებერვლიდან  იძებნებოდა.

განცხადებაში წერია რომ: ‘’უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მის მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყდება’’.

მეგის ქარდავა  საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იძებნებოდა.  ის მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის, პატიმართა წამების,  ე.წ „კასრების“  და ასევე  პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეებზე.  

დოკუმენტში წერია, რომ“ ‘’ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება ქარდავას  ბრალდების ხუთი სისხლის სამართლის საქმე: სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის,   ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების,      საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების საქმე და ასევე  ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე.

ამჟამად მეგის ქარდავას მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.

ამავე კატეგორიაში