ცვლილებები  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

02 ნოემბერი 2017, 00:00 2995 ნახვა

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ვინაობა ცნობილია. კომისიის შემადგენლობაში არ არიან "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები, რადგან მათ პროცესში ჩართვაზე უარი თავად განაცხადეს. საკონსტიტუციო ცვლილებების  პროექტი  116 დეპუტატის ხელმოწერით ბიუროს  დღეს წაერედგინა.   იგი საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას და   ”ბონუსების” სისტემის გაუქმებას გულისხმობს.  

ცვლილებები ეხება ასევე რელიგიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავებს. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები ფართოვდება და შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები სამი თვით იზრდება. ამის გარდა, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს. ახალი კონსტიტუციური პროექტის ორი მოსმენით მიღებას, უმრავლესობა 15 დეკემბრამდე გეგმავს.

ამავე კატეგორიაში