სანქციები გაცდენების გამო

02 ნოემბერი 2017, 00:00 3027 ნახვა

 არ არის გამორიცხული  გაცდენისა და დაგვიანების გამო, დეპუტატების წინააღმდეგ ნოემბრიდან სანქციები ამოქმედდეს. ირაკლი კობახიძის  განცხადებით,  პარლამენტის პლენარული სხდომები დეპუტატების დაგვიანების გამო  დანიშნულ დროს არ იწყება.  

პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც შეურაცხყოფაში დაადანაშაულა ის კოლეგები,  რომლებიც სესიებს  აცდენენ ან სხდომაზე მისვლას აგვიანებენ. სპიკერისთვის ეს პრაქტიკა მიუღებელია.   პლენარული სხდომა  დღეს ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, რეგისტრაცია 87 დეპუტატმა გაიარა.

ამავე კატეგორიაში