საკათედრო ტაძრის რესტავრაცია  

02 ნოემბერი 2017, 00:00 3711 ნახვა

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ფრესკების აღდგენისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

წლის ბოლომდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ მოწვეულმა სპეციალისტებმა საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა უნდა დაასრულონ. რის შემდეგაც გამოიკვეთება ფრესკების დაზიანების დონე და აღდგენისთვის საჭირო თანხების ოდენობა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებულ ტაძარში, რომელიც ქალაქში ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა, ფრესკები რამდენიმე წელია დაზიანებულია. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში