ხულოს სტიქიის შედეგად 20 ათასამდე ლარამდე ზარალი მიადგა

03 ნოემბერი 2017, 00:00 2038 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტს  სტიქიის შედეგად 20 ათასამდე ლარამდე ზარალი მიადგა.   დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, კერძოდ წყალსადენის სათავე ნაგებობა და  მდინარე ჩაოს  მიდებარედ ფანჩატურები.  

რაც შეეხება სტიქიის შედეგად დაზარალებულ შვიდ ოჯახს, გეოლოგებმა მათი მდგომარება უკვე შეისწავლეს , დასკვნის მიხედვით  სამ ოჯახს  ხულოს გამგეობა დროებით ქირით გაიყვანს, რომლებიც ეკომიგრანტების პროგრამაში ჩაერთვებიან. შეგახსენებთ აჭარის მაღალთიანეთში მეწყრული პროცესები  ორი კვირის წინ გააქტიურდა, ერთდროულად შიდა სასოფლო გზები  10 მიმართულებით ა ჩაიხერგა. 

ამავე კატეგორიაში