დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა

04 ნოემბერი 2017, 00:00 5587 ნახვა

კვლავ მძიმეა ხულოში დაშავებული ენერგო-პრო ჯორჯიას თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იგი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სამუშაოს შესრულების დროს ''ენერგო - პრო ჯორჯიას" თანამშრომელი გუშინ დაშავდა.

ახლობლების ინფორმაციით, ხვიჩა შანთაძე ელექტრო გადამცემ ბოძზე მუშაობდა, ბოძი გადატყდა და მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა.  შემთხვევა ხულოში, სოფელ ძირკვაძეებში მოხდა. თავდაპირველად დაშავებული ხულოს საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, მოგვიანებით, მისი ბათუმში გადმოყვანა გახდა საჭირო. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში