მოსახლეობის მოთხოვნა

04 ნოემბერი 2017, 00:00 4192 ნახვა

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები, საგზაო ნიშნების შეცვლას ითხოვენ. აცხადებენ, რომ ხიმშიაშვილის ქუჩიდან, საცხოვრებელ უბანთან ახლოს გადახვევა აკრძალულია და შესაბამისად მათ გრძელი გზის გავლა უწევთ, რაც დროსთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სამსახურში კი ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟებას, უსაფრთხოების მიზნით ხსნიან, აცხადებენ, რომ ნიშნები არ შეიცვლება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში