აჭარის ტელევიზია 30 წლისაა

04 ნოემბერი 2017, 00:00 2932 ნახვა

ნოემბრის თვე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის საიუბილეოა. დღეიდან 23 ნოემბრის ჩათვლით მაუწყებელი მაყურებელს არაერთ საინტერესო ტელეეთერს ჰპირდება. მთელი თვის განმავლობაში არხი კიდევ ერთხელ გიჩვენებთ ისტორიებს ფრაგმენტებად ძველი გადაცემებიდან, რაც საშუალებას მოგცემთ კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი პერიოდს, რომელიც ტელევიზიამ დაარსებიდან დღემდე გამოიარა.

საინტერესო და სახასიათო ამონარიდები ცნობილი სახეებით სპეციალურად საიუბილეო დღეებისთვის მომზადდა. ცნობილი პიროვნებების ნახვა 23 ნოემბერს საქველმოქმედო კონცერტზეც შეგეძლებათ, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ბერი ანდრიას ფონდის დასახმარებლად გამართავს. მაუწყებლის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში