საფრენი აპარატი ტურისტთან ერთად ზღვაში ჩავარდა

05 ნოემბერი 2017, 00:00 9790 ნახვა

ბათუმში იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დელტაპლანი ჩამოვარდა. მცირე ზომის საფრენ აპარატზე ირანელი ტურისტი და უკრაინელი პილოტი იმყოფებოდნენ. თვითმხილველების თქმით, არცერთი მათგანი არ დაშავებულა. ისინი წყლიდან ნაპირზე მაშველებმა გამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დელტაპლანი 15 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა. მაშველებმა რეაგირება სწრაფად მოახდინეს. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

https://www.youtube.com/watch?v=a4D1mHgaz6s

კლუბ ‘’დელტაპლანების საჰაერო გართობის’’ ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ  გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, სეზონი 10 დღის წინ დასრულდა, დღეს საფრენი აპარატის ნაპირზე ამოყვანას ცდილობდნენ. რა დროსაც დელტაპლანი გადაბრუნდა. ვასილ ტაკიძის განმარტებით, აპარატზე ტურისტი არ იმყოფებოდა. 

ვიდეო მასალა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა.

ფოტო:გიორგი სირაძე

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში