ავტობუსის დანიშვნის მოთხოვნა

05 ნოემბერი 2017, 00:00 3441 ნახვა

მწვანე კონცხზე მცხოვრები მოქალაქეები მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშნვას ითხოვენ. ტერიტორია უკვე რამდენიმე წელია ბათუმის საზღვრებშია მოქცეული, ქალაქიდან გასული ავტობუსების ბოლო გაჩერება კი მახინჯაურია.

მწვანე კონცხზე, ბოტანიკურ ბაღთან ასრულებს რეისს კერძო სამარშრუტო ხაზი, თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ მჭიდროდ დასახლებული, ტურისტული უბნისთვის ეს საკმარისი არაა. ამის გარდა, ახალი ხაზის დანიშვნის მოთხოვნის მთავარ მიზეზად ტარიფში განსხვავებასაც ასახელებენ.   

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში