აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

06 ნოემბერი 2017, 00:00 2970 ნახვა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით მომავალ წელს კომპლექსური  ღონისძიებები განხორციელდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან  შეხვედრაზე, განაცხადა. მიმდინარე წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 30 ერთეულზე მეტი ტექნიკა იყო მობილიზებული დასავლეთ საქართველოში-სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში.  

სამანქანე და სატრაქტორე აგრეგატებით, 110 ათასამდე ჰექტარი ფართობი- საკარმიდამო ნაკვეთები, თხილის ნარგავები, სიმინდის ნათესები და დიდი მასივები- დამუშავდა. სამეგრელოს, გურიის აჭარის იმერეთის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებლის ინტენსიური გავრცელება აღინიშნება,  პრეპარატები დაახლოებით 230 ათას ოჯახს დაურიგდა.

ამავე კატეგორიაში