კონდუქტორები ჟესტურ ენას შეისწავლიან

06 ნოემბერი 2017, 00:00 3102 ნახვა

მუნიციპალური ავტობუსების კონდუქტორები ჟესტურ ენას შეისწავლიან. პროექტში პირველ ეტაპზე ''ბათუმის ავტოტრანსპორტის'' 30 თანამშრომელი ჩაერთვება. ისინი სწავლების 5 დღიან კურსს გაივლიან. კონდუქტორები, სმენის არმქონე მგზავრებთან კომუნიკაციის დამყარებას შეძლებენ.

პროექტი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სმენის არმქონე ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციისა“ და შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება.

პროექტი საპილოტეა.  საწყის ეტაპზე მხოლოდ კონდუქტორების ნაწილის გადამზადება იგეგმება. 

ამავე კატეგორიაში