''აზიური ფაროსანას ციტრუსის ბაღებში გავრცელების საფრთხე არსებობს'' - რევაზ ასათიანი

07 ნოემბერი 2017, 00:00 2857 ნახვა

აზიური ფაროსანას ციტრუსის ბაღებში გავრცელების საფრთხე არსებობს - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. რევაზ ასათიანის განმარტებით, რეგიონში მავნებელთან ბრძოლის და ციტრუსის ბაღების შეწამვლის ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ მავნებელთან ბრძოლა სამი მიმართულებით გრძელდება. შეწამვლითი ღონისძიებები ტარდება საცხოვრებელ სახლებში, საკარმიდამო ნაკვეთებსა და ტყის განაპირა ზოლში.

ამავე კატეგორიაში